ანდრეი კასიანოვი: მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს უკრაინაში სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, რუსულ ჯარს აქვს პრობლემები შევსებასთან დაკავშირებით.

„ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან: სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა. მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვისა, დამალოს რუსეთის დანაკარგების მასშტაბები ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, იქ უკვე მასშტაბურად არის საფლავები და მიმდინარეობის დაკრძალვა. რუსი ტყვეების რაოდენობა იზრდება. უკრაინაში მათ უზრუნველყოფენ ყველაფრით, რაც ჟენევის კონვენციითაა გათვალისწინებული. ხოლო აგრესორ ქვეყანას წითელი ჯვრის გათვალისწინებული დირექტივებით არ აქვს წვდომა სამხედრო ტყვეებთან და ლტოლვილებთან“, - განაცხადა კასიანოვმა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.


 24 თებერვალს, გვიან ღამით:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.


25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 


26 თებერვალი

SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.


27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები.

27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ:

  • ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს.
  • ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს".
  • ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს.
  • ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას.

27 თებერვალი

სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს

აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს

პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.

ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს


28 თებერვალი

აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ


2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის:

ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა

ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა


3 მარტი

აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა